Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ბიძინა ივანიშვილი - ყოფილი ხელისუფლება ოპოზიციიდან ცდილობს ძალადობას
ipn.ge
21 December 2014, 23:20
ჩვენი სამიზნეა, რომ 2030 წლისთვის ევროპული ტიპის საზოგადოება ვიყოთ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში "მშვიდობით იარაღო" განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ამ ეტაპზე შიდა და რეგიონალური პრობლემებია, რაც მძიმე სიტუაციას ქმნის.
"შიდა პრობლემებს ემატება მდებარეობა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. რეგიონალური პრობლემები და შიდა პრობლემები მძიმე სიტუაციას ქმნიან. ჩვენ ყველა საშუალება გვაქვს, რომ ერთად შეკრულებმა საერთო მიზნისკენ ვიღვაწოთ. "საზოგადოება 2030" დავაფუძნეთ. ჩვენი სამიზნეა, რომ 2030 წლისთვის ვიყოთ ევროპული ტიპის საზოგადოება", - განაცხადა ივანიშვილმა.
რაც შეეხება წარსულს, ივანიშვილის თქმით, საქართველოს მძიმე ისტორია ჰქონდა ბოლო 20 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით კი 9 წელი, როდესაც ხელისუფლება ხალხზე ძალადობდა. "ახლა ყოფილი ხელისუფლება ოპოზიციიდან ცდილობს ძალადობას, მაგრამ არც თუ ისე წარმატებულად გამოსდის", - აღნიშნა ივანიშვილმა.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი